ანტონიო კონტე: "ბოდიში დე ბრუინეს, თუმცა სხვა გზა არ მქონდა"
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, მანჩესტერ სიტიმ შინ იტალიის მოქმედი ჩემპიონი ნაპოლი მიიღო და გარდამავალი უპირატესობით, 2:0 დაამარცხა. ალბათ ყველა დაგვეთანხმება, რომ ეს ანგარიში არ ასახავს მანჩესტერ სიტის კოლოსალურ უპირატესობას, რაც გასაკვირი არ არის, რადგან მატჩის მე-20 წუთზე სტუმართა კაპიტანი მოედნიდან გააძევეს, კონტემ კი საფეხბურთო ბედისწერას დასცინა და მოედნიდან შინ დაბრუნებული კევინ დე ბრუინე გაიყვანა, რომელსაც მანჩესტერელებმა საოცარი დახვედრა მოუწყვეს.
მატჩის შემდეგ, ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა დე ბრუინეს მოედნიდან გაყვანის შესახებ ისაუბრა და ამის გამო ბელგიელ ფეხბურთელს ბოდიში მოუხადა.
„ბედისწერა ზოგჯერ შეიძლება სასტიკი იყოს. გასულ სეზონში სერია A-ში მხოლოდ ერთი წითელი ბარათი გვქონდა, აქ კი ერთი 20 წუთის შემდეგ მივიღეთ. დე ბრუინის მოედნიდან გაყვანა ერთადერთი იყო, რისი გაკეთებაც იმ მომენტში შემეძლო.
ამის გამო ვწუხვარ და მას ბოდიშს ვუხდი - თამაშში მისი ხარისხი დაგვაკლდა და თან ისე გამოვიდა, რომ მას წავართვი შესაძლებლობა, ეთამაშა აქ, მისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ, მის ყოფილ სტადიონზე, მისი საყვარელი გულშემატკივრის წინაშე, თუმცა ეს ერთადერთი არჩევანი იყო.“ - ანტონიო კონტე
ანტონიო კონტეს გაწვრთნილი გუნდი, შემდეგ ჩემპიონთალიგურ მატჩს 1 ოქტომბერს, შინ სპორტინგის წინააღმდეგ გამართავს.