Belive

"ვფიქრობ, ერლინგს ყველა ლიგაში სურს მისი შესაძლებლობების დამტკიცება"- ალფი ჰოლანდი

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერლინგ ჰოლანდს "მანჩესტერ სიტისთან" გაფორმებულ კონტრაქტში აქვს პუნქტი, რომლის მიხედვითაც მას "რეალში" გადასვლა შეუძლია.

ნორვეგიელმა თავდამსხმელმა "ქალაქელებთან" 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ხელშეკრულების დადებიდან ერთ კვირაში "სიტის" თავკაცებმა ჰოლანდთან ახალ კონტრაქტზე დაიწყეს მუშაობა, რადგან გრძნობენ თუ რამდენად შედეგიანი იქნება ერლინგი პრემიერ ლიგაში.

"მალაგას" ყოფილი პრეზიდენტის ფერნანდო სანსის თქმით, არსებული პირობები "რეალს" დიდ უპირატესობას ანიჭებს.

"იმ ინფრომაციას თუ დავუჯერებთ, რომელსაც მე ვფლობ, ჰოლანდს კონტრაქტში აქვს პუნქტი, რომლის მიხედვითაც ორ წელიწადში მას კლუბის დატოვება შეეძლება. ამ პუნქტის მიხედვით, ჰოლანდის "რეალში" ტრანსფერს "მანჩესტერ სიტი" ვერ დაბლოკავს", - განაცხადა ფერნანდო სანსიმ Mundo Deportivos-სთან საუბრისას.

Fernando-Sanz_e

The Mirror-თან ინტევიუში ალფი ჰოლანდმა, ერლინგის მამამ, ასეთი, რამ განაცხადა:

"ვფიქრობ, ერლინგს ყველა ლიგაში სურს მისი შესაძლებლობების დამტკიცება. მან შეიძლება ორ წელზე მეტი გაატაროს გერმანიაში, შემდეგ ინგლისში, ესპანეთში, იტალიაში ან თუნდაც საფრანგეთში."

ალფის სიტყვები "სიტის" გულშემატკივართათვის დამაიმედებლად ნამდვილად არ ჟღერს. საინტერესოა, როგორ განვითარდება ერლინგის მომავალი?

დღეს "მანჩესტერ სიტი" ჩემპიონთა ლიგაზე მორიგ შეხვედრას გამართავს. "ქალაქელები" საკუთარ მოედანზე "კოპენჰაგენს" დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები