Belive

ვლაჰოვიჩი რეალთან წაგების შემდეგ: ,,ეს ამ სეზონში იუვენტუსის საუკეთესო მატჩი იყო''

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელმა, დუშან ვლაჰოვიჩმა, რეალთან წაგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,ეს მიმდინარე სეზონში იუვენტუსის საუკეთესო თამაში იყო. კომოსთან მარცხის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა - ყველა მატჩში ასეთი მენტალიტეტი და დამოკიდებულება გვჭირდება.

კვირას იუვენტუსის დონეზე არ ვყოფილვართ, მხოლოდ 100%-ით თავდადება საკმარისი არ არის. წინ ლაციოსთან რთული გასვლითი შეხვედრა გველის. - დუშან ვლაჰოვიჩი

ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში მადრიდის რეალმა იუვენტუსს უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

ტურინული გუნდი, რომელიც 2 ქულით სატურნირო ცხრილის 25-ე პოზიციაზეა, ლიგის მომავალ მატჩს 4 ნოემბერს, სპორტინგის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები