Belive

ვითამაშებ თუ არა მსოფლიო ჩემპიონატზე?! - მესიმ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა - ლეო მესიმ, ინტერ მაიამისთან ახალი კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, პირველი და სრული ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან რამდენიმე ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა.

მესის ინტერვიუ საკმაოდ საინტერესო იყო მრავალი კუთხით, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კითხვა მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ დაისვა, სადაც ჯერჯერობით უცნობია, ითამაშებს თუ არა ლეო მესი.

"ვფიქრობ, ფეხბურთის მასშტაბის ზრდა შეერთებულ შტატებში შესაძლებელია და ამის დრო დადგა.

ფეხბურთს ყველაზე დიდი შესაძლებლობა ექნება ამერიკელი საზოგადოების წინაშე მომავალ ზაფხულს, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატი ამერიკაში გაიმართება. ვფიქრობ, შეერთებული შტატები საოცარი იქნება.

გულწრფელად რომ ვთქვა, მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში არაჩვეულებრივი იქნებოდა. მსურს საუკეთესო ფორმაში ვიყო და მნიშვნელოვანი როლი ვითამაშო ეროვნული ნაკრების დასახმარებლად, თუ იქ ვიქნები.

როდესაც მომავალ წელს ინტერ მაიამისთან ერთად წინასასეზონო პერიოდი დაიწყება, ყოველდღიურად შევაფასებ ყველაფერს და ვნახავ, შემიძლია თუ არა 100%-ით ვიყო მზად, შემიძლია თუ არა სასარგებლო ვიყო როგორც გუნდისთვის, ასევე ეროვნული ნაკრებისთვის და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას - იმედი მაქვს, ღმერთი მომცემს შანსს, რომ კიდევ ერთხელ მივიღო მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატზე" - ლეო მესი

შეგახსენებთ, რომ თუ ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ გადაწყვეტენ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღებას, ისინი ფეხბურთის ისტორიაში პირველები იქნებიან, რომლებმაც 6 მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა შეძლეს.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს აშშ, კანადა და მექსიკა უმასპინძლებს, აღნიშნული მუნდიალი ტრადიციულად ივნისსა და ივლისშია.

სხვა სტატიები