ვირჯილ ვან დაიკი ნიდერლანდების ნაკრების რეკორდსმენი გახდა
2 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლივერპულის ცენტრალური მცველი, ვირჯილ ვან დაიკი ნიდერლანდების ნაკრების ისტორიაში უნიკალური მიღწევის ავტორი გახდა.
34 წლის ფეხბურთელმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჯგუფის დასკვნით, მერვე ტურში, ლიეტუვასთან (4:0) ნაკრებს უკაპიტნა. ეს 72-ე ისეთი მატჩი გამოდგა, რომელშიც ვირჯილ ვან დაიკი ნიდერლანდების ნაკრების კაპიტანი გახლდათ, რა შედეგითაც ფრანკ დე ბურს გადაასწრო და ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდა.
ნიდერლანდების ნაკრების კაპიტნების საუკეთესო ათეული ჩატარებული მატჩების რაოდენობის მიხედვით ასე გამოიყურება:
ნიდერლანდების ნაკრებმა ჯგუფში 8 მატჩიდან 6 მოიგო, 2-ში ფრედ ითამაშა, 20 ქულა დააგროვა და მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.