Belive

ვირჯილ ვან დაიკი ლივერპულის ახალგაზრდა მოთამაშეებს მატჩის წინ ამხნევებს

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ლივერპულის" ლაზარეთი გადავსებულია და მოედანზე გასვლას ისეთი ვარსკვლავები ვერ ახერხებენ, როგორიცაა: მო სალაჰი, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი, დიოგუ ჟოტა, ვატარუ ენდო, რაიან გრავენბერხი, დომინიკ სობოსლაი, ტიაგო ალკანტარა. ასევე საეჭვოა დარვინ ნუნიესისა და ენდი რობერტსონის მოედანზე ხილვა.

ამ ვითარებაში, "ლივერპულის" აკადემიის აღზრდილ ახალგაზრდა მოთამაშეებს თავის გამოჩენის შესაძლებლობა მიეცათ - მათი ინსპირაციის წყარო კი ვირჯილ ვან დაიკია, რომელმაც მოედანზე გასვლის წინ, ემოციური სიტყვები წარმოთქვა.

დაეხმარეთ ერთმანეთს, უბიძგეთ ერთმანეთს. ბიჭებო, რაც არ უნდა მოხდეს ერთად იდექით. იბრძოლეთ ამისთვის, ისიამოვნეთ და იყავით მამაცები, თავდაჯერებულები ყველაფერში, რასაც ვაკეთებთ. თავს ერთად ვიცავთ და ერთად ვუტევთ, წავედით!
- ვირჯილ ვან დაიკი.

სხვა სტატიები