ვიქტორ ოსიმენს იანვრისა და თებერვლის ხელფასი ჯერ არ აუღია
გალათასარაის ნიგერიელ ფეხბურთელს ვიქტორ ოსიმენს თურქულ გუნდში 2 თვის ხელფასი არ აუღია. თურქული მედიის, ჰურიეთის ინფორმაციით 27 წლის ფორვარდისთვის კლუბი თანხის გადახდას ვერ ახერხებს, მათ იანვრისა და თებერვლის ხელფასი გადასახდელი აქვთ.
თავდაპირველი ინფორმაციით, გალათასარაიში ოსიმენს წელიწადში 21 მილიონი ევრო უნდა მიეღო, მაგრამ გუნდს 2026 წელს, მისთვის ჯერჯერობით ხელფასი საერთოდ არ გადაუხდია. სხვადასხვა მედიასაშუალებები აქტიურად წერენ ნიგერიელი ფეხბურთელის შესახებ, მაგრამ კლუბი ჯერ მათ არაფერს პასუხობს.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენი ნაპოლიდან გალათასარაიში 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, თავდაპირველად თურქულ გუნდში ის იჯარით ასპარეზობდა, შემდეგ კი გამოისყიდეს. ნიგერიელ ფორვარდს გალათასარაის რიგებში 64 მატჩი აქვს ჩატარებული, რა დროშიც 52 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა.
Galatasaray’dan yıllık 21.000.000 Euro maaş alan Victor Osimhen, Ocak ve Şubat maaşlarını henüz alamadı. (Hürriyet) pic.twitter.com/IElb43tntz
— BPT (@bpthaber) February 23, 2026