Belive

ვიქტორ ოსიმენი ალ ჰილალს პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვიქტორ ოსიმენი ალ ჰილალს პირად კონრაქტზე შეუთანხმდა, მაგრამ ნაპოლი 75 მილიონ ევროს ითხოვს. ნიგერიელი ფეხბურთელი საუდის არაბეთის კლუბისგან წლიურ 30-მილიონ ევროს + ბონუსებს მიიღებს, მანამდე თავდამსხმელმა 26 მილიონიან შეთავაზებაზე უარი თქვა, მაგრამ ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით ის განახლებულ პირობებზე დათანხმდა.

ოსიმენის ტრანსფერში ალ ჰილალი თავდაპირველად 60 მილიონ ევროს პლუს ბონუსებს შეადგენდა და რომელიც ნაპოლის მიერ მთლიანად უარყოფილ იქნა, შემდეგ 70 მილიონამდე გაიზარდა შეთავაზება, მაგრამ დე ლაურენტისის გუნდი თავდამსხმელის გამოსყიდვლის სრულ 75 მილიონ ევროს ითხოვს.

ვიქტორ ოსიმენი ნაპოლის საკუთრებაა და გალათასარაის გასულ ზაფხულს იჯარით შეუერთდა. მან თურქულ გუნდთან ერთად ყველა ტურნირის 41 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რა დროშიც 37 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ნიგერიელმა ფეხბურთელმა გალათასარაიში ყოფნის პერიოდში თურქეთის ჩემპიონობა იზეიმა და თურქეთის თასიც მოიგო.

სხვა სტატიები