ვიქტორ ფონტი: "პირველი რასაც გავაკეთებ, მესის გუნდში დაბრუნებას შევეცდები"
ბარსელონას პრეზიდენტობის კანდიდატმა - ვიქტორ ფონტმა განაცხადა, რომ თუ მომავალ წელს არჩევნებში გაიმარჯვებს, პირველი, ვისაც დაურეკავს, ლიონელ მესი იქნება და მის კლუბში დაბრუნებას შეეცდება.
2026 წლის მარტჩი ბარსელონას საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება და ესპანელი ბიზნესმენი კვლავ მთავარ მეტოქედ ითვლება მოქმედი პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას წინააღმდეგ. სწორედ ვიქტორ ფონტი იყო ის ადამიანი, რომელიც 2021 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ლაპორტასთან დამარცხდა.
🚨 In the case of Victor Font, all scenarios with Leo Messi's return to Barça are open.
— Barça Universal (@BarcaUniversal) November 19, 2025
Messi would do anything to retire from football as a Barça player.
— @DBR8 pic.twitter.com/N56yp3Mj8m
"არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ჩემი ტელეფონიდან პირველი ზარი რაც განხორციელდება, ლეო მესისთან იქნება და ჩემი მხრიდან მე ყველანაირად ვეცდები, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი კლუბში დავაბრუნო." - ვიქტორ ფონტი
შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ვარსკვლავი გასულ კვირას, ესპანეთში არგენტინის ნაკრებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც იგი მოულოდნელ ეწვია "კამპ ნოუს" და შემდეგ კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „იმედი მაქვს, ერთ დღეს დავბრუნდები“.
არგენტინის კაპიტანმა, რომლის ურთიერთობაც ლაპორტასთან მისი წასვლის შემდეგ გაცივდა, ბოლო ინტერვიუში ასევე აღიარა, რომ ბარსელონადან მისი წასვლა ისეთი არ იყო, როგორც ოცნებობდა.
მიუხედავად იმისა, რომ ლაპორტამ ნათლად განაცხადა, რომ მესის ბარსელონაში დაბრუნება რეალური არ არის, ფონტმა ეს არ გამორიცხა და გულშემატკივრებს შეპირდა, რომ არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში ყველაფერს გააკეთებს, რომ მესი იქ დააბრუნოს, სადაც თავს ყველაზე ბედნიერად გრძნობდა და იგრძნობს.
„პირადად მე, როგორც ბარსელონას გულშემატკივარს, ჟრუანტელი მივლის იმაზე ფიქრის დროს, რომ მას ბარსელონას მაისურით კიდევ ერთხელ ვიხილავთ, მაგრამ ცხადია, ეს მასზე იქნება დამოკიდებული, თუმცა ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ჩანაფიქრი სისრულეში მოვიყვანოთ.
ვფიქრობ, ლაპორტამ მესის წინააღმდეგ ბევრი სისულელე გააკეთა და მგონია რომ ეს ყველაფერი მისი მხრიდან არასწორი იყო. - ვიქტორ ფონტი
ლაპორტამ 2021 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე განაცხადა, რომ, მესის ბარსელონაში თამაში საფრთხის ქვეშ იქნებოდა, თუ იგი არჩევნებში ვერ გაიმარჯვებდა და გულშემატკივრებს გარანტიას აძლევდა, რომ არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში მესის კლუბში შეინარჩუნებდა, თუმცა ყველაფერი აბსოლუტურად სხვაგვარად მოხდა.
ბარსელონას საპრეზიდენტო არჩევნები 2026 წლის მარტში გაიმართება, მთავარი კანდიდატები კი ჟოან ლაპორტა და ვიქტორ ფორტი იქნებიან.