"ვიქტორ დიოკერეში არსენალში გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია" - The Athletic
შვედი ფეხბურთელი ვიქტორ დიოკერეში არსენალში გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია, ინფორმაციას The Athletic-ის ჟურნალისტი დევიდ ორნშტეინი აქვეყნებს. წყაროს ცნობით სპორტინგსა და არსენალს შორის ტრანსფერი შეთანხმების პირასაა. გუნდები უკვე შეთანხმებული არიან 63.5 + 10 მილიონი ევროზე და 5-წლიან ხელშეკრულებაზე, მაგრამ ახლა მუშავდება დამატებითი პირობები, რაც კონტრაქტისთვის იქნება საჭირო. როგორც გამოცემა იტყობინება შეთანხმება გარდაუვალია. ტრანსფერის დასრულებამდე მხოლოდ საბოლოო შტრიხები და მცირე ცვლილებებია საჭირო.
ვიქტორ დიოკერეში სპორტინგის საკუთრებაა და გუნდთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს. 27 წლის ფეხბურთელმა სპორტინგის ბოლო 2 სეზონში 97 გოლი გაიტანა, 28 საგოლე გადაცემა გააკეთა და ზედიზედ 2-ჯერ მოიგო პორტუგალიის ჩემპიონატი.
🚨 EXCLUSIVE: Arsenal & Sporting CP on verge of total agreement for Viktor Gyokeres. €63.5 + €10m already struck but add-ons needed work - now finishing touches, conclusion imminent. #SportingCP striker wanted #AFC only; 5yr contract ready @TheAthleticFC https://t.co/eLGZRzMhdJ
— David Ornstein (@David_Ornstein) July 22, 2025