Belive

'ვინმემ ექიმს დაუძახეთ' - ტუხელს კიდევ ეს უნდოდა?!

13 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

მეხიკოში, ინგლისის ნაკრების გასახდელში გამართული გამარჯვების აღნიშვნის დროს, ჯონ სტოუნსმა ტრავმის სიმულაციით თომას ტუხელი მოატყუა და მწვრთნელი ძალიან შეაშინა.

სანამ ფონზე საცეკვაო მუსიკა ბოლო ხმაზე ისმოდა, სტოუნსმა მოულოდნელად მხარზე ხელი წაივლო. ინგლისის ნაკრების თავკაცს, ტუხელს, სახეზე გულწრფელი შეშფოთება გამოეხატა. ამ ოინში დეკლან რაისიც ჩაერთო და ტუხელის გასაგონად დაიყვირა: „ვინმემ ექიმს დაუძახეთ, თუ შეიძლება!“

სტოუნსს მარჯვენა ხელი დაბლა ჰქონდა ჩამოგდებული, თითქოს მხარი ამოუვარდაო, შეშინებული ტუხელი კი წყვილს პირზე ხელაფარებული, თითქმის ლოცვის პოზაში უყურებდა. საქმე ისაა, რომ ინგლისის ნაკრებში 'მცველების გაჭირვებაა'. მექსიკასთან მოგებულ მატჩში (3:2) ჯარელ კუანსამ წითელი მიიღო და ნორვეგიასთან მეოთხედფინალში ვერ იქნება, ტრავმა აქვს რის ჯეიმსს, სპენსი დამაჯერებელი არაა - ამას ემატება ისიც, რომ ტუხელს წაყვანილი არ ჰყავს არნოლდი და მაკგუაერი, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ეს მშვენივრად იციან ფეხბურთელებმაც. გამარჯვების აღნიშვნისას ხელი მოიტეხა ჯორდან ჰენდერსონმაც - საერთო ჯამში, ეს ყველაფერი ხუმრობის მიზეზად გამოიყენეს რაისმა და სტოუნსმა.

სტოუნსმა უცებ „დაშავებული“ მხარი მოადუნა და რიტმულად აცეკვდა. „სამი ლომის“ მწვრთნელი სიხარულისგან საკუთარ ფეხბურთელს აჰყვა, მერე კი სტოუნსს მაგრად ჩაეხუტა - რაც არ უნდა იყოს, ინგლისის ნაკრების გასახდელში დიდებული განწყობაა (გამოცდილება გვკარნახობს, რომ ასეთ დიდ ფორუმებზე, გუნდის შეკრულობასა და ხასიათს არანაკლები მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ტაქტიკურ მომზადებასა და ფეხბურთელთა კვალიფიციურობას).

სხვა სტატიები