ვინისიუსი მადრიდში ბრუნდება - მისი მომავალი 2 დღეში უნდა გადაწყდეს
შვებულებიდან დაბრუნებისთანავე ვინისიუს ჟუნიორი რეალის ხელმძღვანელობასთან გადამწყვეტ შეხვედრას გეგმავს - ნაბიჯს, რომელმაც წერტილი უნდა დაუსვას ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში მის მომავალთან დაკავშირებულ გაურკვევლობას.
ბრაზილიელი თავდამსხმელი ესპანეთის დედაქალაქში კვირას, საღამოს ჩაფრინდება, უკვე მომდევნო დღეს კი ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით ვარჯიშს შეუდგება.
ესპანური გამოცემა AS-ის ცნობით, აღნიშნული შეხვედრა ვინისიუსს საშუალებას მისცემს, პირველ რიგში მოურინიოს, შემდეგ კი კლუბის ბოსებს პირდაპირ განუცხადოს, თუ რას ელის უახლოესი მომავლისგან და გაარკვიოს, რა ბედი ელის მის კონტრაქტს, რომელსაც ვადა 11 თვეში ამოეწურება.
AS-ის ცნობით, რეალის ფინანსური შეთავაზება არ შეიცვლება, ან სულ მცირე, იმ ნიშნულს ვერ მიაღწევს, რასაც ფეხბურთელი ითხოვს. საუდის არაბეთიდან წამოსული ინტერესის ფონზე, 2025 წლის თებერვალში მოთამაშის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ შეთანხმება თითქმის მიღწეული იყო, თუმცა ხელშეკრულებას ხელი არ მოეწერა. მას შემდეგ პროცესი გაჭიანურდა და უკვე წელიწად-ნახევარია სიტუაცია უცვლელია.
ახლა რეალის ბოსებს სურთ, ვინისიუსმა საბოლოო პოზიცია დააფიქსიროს. თუ მას კონტრაქტის გაგრძელება არ სურს, ეს ღიად უნდა თქვას, რის შემდეგაც კლუბი სატრანსფერო ბაზარზე ალტერნატივების ძიებას დაიწყებს.
ვინისიუსმა კარგად იცის, როგორ სრულდებოდა კლუბის ისტორიაში მსგავსი პრინციპული დაპირისპირებები: სერხიო რამოსმა, კრიშტიანუ რონალდუმ, იოზილმა და დი მარიამ „სანტიაგო ბერნაბეუ“ დატოვეს.
talkSPORT host warns Arsenal over 'biggest red herring' amid growing Vinicius Junior transfer reports https://t.co/SGGS6Dy045
— talkSPORT (@talkSPORT) August 2, 2026