ვინისიუსი და რეალი ხელფასზე კვლავ ვერ თანხმდებიან - მოლაპარაკებები ჩიხში შედის
ესპანური გამოცემების ცნობით, ვინისიუსსა და "სამეფო კლუბს" შორის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით შეთანხმება მეოთხე ჯერზე კვლავ ვერ შედგა.
რეალის ხელმძღვანელობამ და ბრაზილიელი ფეხბურთელის წარმომადგენლობამ მოლაპარაკებების მომდევნო ეტაპი ზამთრისთვის გადადო, იმ პირობით, რომ თუ ზამთარშიც ვერ მოხერხდება კონტრაქტზე შეთანხმება, რეალი უფლებას იტოვებს, რომ ბრაზილიელი შემტევი ტრანსფერზე დააყენოს.
მთავარი კომპონენტი, რაზეც მხარეები ვერ თანხმდებიან, ხელფასია. ვინისიუსი გაცილებით მეტს ითხოვს, ვიდრეს მას დღეს უხდიან. ბრაზილიელის აგენტები ითხოვენ, რომ მადრიდის რეალთან ახალი კონტრაქტით, მისი ხელფასი კვირაში 380,000 ფუნტ სტერლინგამდე გაიზარდოს - ის ამჟამად კვირაში დაახლოებით 280,000 ფუნტ სტერლინგს გამოიმუშავებს.
მადრიდის „რეალი“ მზადაა, ვინისიუსს კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზოს, თუმცა ფეხბურთელს სთხოვს, რომ პირობები ოდნავ შეამციროს.
„მარკას“ ინფორმაციით, რეალი შეთავაზებაში ცვლილება არ განხორციელებულა, ვადა კი კვლავ 2030 წლის 30 ივნისამდეა განსაზღვრული.
ვინისიუსი "სამეფო კლუბში" 2018/2019 წლების სეზონიდან ირიცხება, რა პერიოდშიც 332 მატჩი ჩაატარა და გოლით თავის გამოჩენა 111-ჯერ შეძლო, საგოლე გადაცემა კი 90-ჯერ შეასრულა.