ვინისიუს ჟუნიორი და ჩაბი ალონსო შერიგდნენ
ესპანური მედიის ინფორმაციით მადრიდის რეალის მთავარ მწვრთნელს, ჩაბი ალონსოსა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერ, ვინისიუს ჟუნიორს შორის არსებული უთანხმოება მოგვარდა.
as-ის ინფორმაციით, კონფლიქტი, რომელიც ბარსელონასთან მოგებული ელ კლასიკოს (2:1) შემდეგ წარმოიშვა, ეტაპობრივად ცხრება და სიტუაციის ნორმალიზება ხდება.
საუბარია იმაზეც, რომ ურთიერთობის მორიგი გამოცდა ლა ლიგის შემდეგ ტურში, ვალენსიასთან ჩასატარებელი შეხვედრა იქნება.
ბრაზილიელი ვარსკვლავი მოედნიდან გასვლის გამო გაცხარდა, ემოციები ვერ შეიკავა და პირდაპირ გასახდელში გაემართა. ვინისიუსი მწვრთნელს შეხვდა, მათ შორის მეგობრული და პროფესიონალური დამოკიდებულება აღდგა და საჯარო განცხადებით ბოდიშიც მოიხადა. ამავე დროს, გუნდის ხელმძღვანელობაში აცხადებენ, რომ დისციპლინარული ზომების მიღებას არ აპირებენ.
მადრიდის რეალმა შემდეგი მატჩი ლა ლიგაში, 2 ნოემბერს, საშინაო კედლებში, ვალენსიასთან უნდა გამართოს.