ვინ შეიყვანა ლუჩიანო სპალეტიმ თავის ოცნების გუნდში?
იტალიელმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ, იმ ფეხბურთელებისგან შემდგარი სიმბოლური გუნდი დაასახელა, რომლებსაც თავად წვრთნიდა. სპალეტის ხელში უამრავ უმაღლესი კლასის ფეხბურთელს გაუვლია, ამიტომ კიდევ უფრო აღსანიშნავია, რომ მის ოცნების გუნდში ადგილი ხვიჩა კვარაცხელიასთვისაც აღმოჩნდა.
ნაპოლიში გადასვლიდან პირველივე წელს, ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A სწორედ სპალეტის ხელმძღვანელობით მოიგო. სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში, სპალეტი წვრთნიდა ზენიტს, ინტერს, ნაპოლის, რომას, უდინეზეს, სამპდორიას, ვენეციას, ემპოლის, ანკონას და იტალიის ეროვნულ ნაკრებს.
ლუჩიანი სპალეტის ოცნების გუნდი:
მეკარე: ვოიცეხ შჩესნი (რომა)
მცველები: ჯოვანი დი ლორენცო, კალიდუ კულიბალი (ორივე ნაპოლი), კრისტიან კივუ (რომა), მარეკ იანკულოვსკი (უდინეზე)
ნახევარმცველები: დავიდ პისარო, დანიელე დე როსი (ორივე რომა)
თავდამსხმელები: მოჰამედ სალაჰი, ფრანჩესკო ტოტი, ედინ ჯეკო (ყველა რომა), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)