Belive

ვინ გავიდა და ვინ გავარდა? - ყველაფერი, რაც ზუსტად ვიცით

20 საათის წინ ფეხბურთი
3 წთ

მსოფლიო ჩემპიონატზე, ჯგუფური ეტაპის მეორე ტური დასასრულისკენ მიდის - შეხვედრები ჩასატარებელი დარჩა მხოლოდ ორ (K და L) ჯგუფებში.

12 ჯგუფიდან თითოეულის ორი საუკეთესო გუნდი, რვა საუკეთესო მესამე ადგილზე გასულ გუნდთან ერთად, პლეი-ოფში გადადის.

პლეი-ოფის ფაზა დაიწყება 32 გუნდით - ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ტურნირი 32-დან 48 გუნდამდე გაფართოვდა.

გუნდები, რომლებმაც პლეი-ოფი გაინაღდეს - ამ წუთისთვის, ასეთი 6 ნაკრებია:

მექსიკა (ჯგუფი A)

თანამასპინძლები პირველები იყვნენ, ვინც პლეი-ოფში გავიდა მას შემდეგ, რაც A ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდეს ხუთშაბათს, 18 ივნისს, სამხრეთ კორეასთან 1:0 გამარჯვებით. მექსიკელებმა ტურნირი სამხრეთ აფრიკასთან 2:0 გამარჯვებით დაიწყეს.

აშშ (ჯგუფი D)

შეერთებული შტატები მეორე გუნდი იყო, რომელმაც პლეი-ოფში გასვლა მოახერხა. ავსტრალიასთან 2:0 გამარჯვების წყალობით, პარასკევს, 19 ივნისს, D ჯგუფში პირველი ადგილი მათაც დაისაკუთრეს. აშშ-მ პირველ მატჩში პარაგვაი 4:1 გაანადგურა.

გერმანია (ჯგუფი E)

გერმანია მესამე გუნდი გახდა, რომელმაც შაბათს, 20 ივნისს, კოტ-დ’ივუართან 2:1 გამარჯვებით, საქმე პირველი ადგილით დახურა. გერმანელებმა, რომლებმაც ჯგუფური ეტაპი ვერც რუსეთში 2018 წელს და ვერც ოთხი წლის წინ კატარში ვერ გადალახეს, ტურნირი კურასაოს (7:1) განადგურებით დაიწყეს.

არგენტინა (J ჯგუფი)

არგენტინამ პლეი-ოფში გასვლის საგზური ორშაბათს, 22 ივნისს, ავსტრიასთან 2:0 გამარჯვებით მოიპოვა. ლიონელ მესიმ ორი გოლი გაიტანა და მსოფლიო ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი (18 გოლით) გახდა. არგენტინის კაპიტანმა ასევე პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა ალჟირის წინააღმდეგ გამართულ პირველ მატჩში, სადაც 3:0 გაიმარჯვა. რაც არ უნდა მოხდეს ბოლო ტურში, მოქმედი ჩემპიონები აუცილებლად პირველ ადგილზე დარჩებიან.

საფრანგეთი (I ჯგუფი)

ტურნირის ფავორიტმა საფრანგეთმა ორშაბათს, ერაყთან 3:0 გამარჯვებით 1/32-ფინალში ადგილი მოიპოვა, კილიან მბაპემ ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა ისევე, როგორც პირველ შეხვედრაში სენეგალთან (3:1). ამ ჯგუფში პირველი ადგილის ბედს ბოლო ტური - საფრანგეთი/ნორვეგიის მატჩი გადაწყვეტს.

ნორვეგია (I ჯგუფი)

ნორვეგიამ ტურნირის მეორე თამაშში სენეგალი 3:2 დაამარცხა და პლეი-ოფში გასვლის უფლება მოიპოვა. ნორვეგიელებმა, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე 28 წლის შემდეგ დაბრუნდნენ, ტურნირი ერაყთან 4:1 გამარჯვებით დაიწყეს.

პლეი-ოფში გასულების გარდა, ამ მომენტისთვის გარკვეულია 4 გუნდი, რომლებსაც სახლში დაბრუნება დროზე ადრე მოუწევთ: ჰაიტი, თურქეთი, ტუნისი და იორდანია.

სხვა სტატიები