ვინ გამოიძახა დეშამმა ბრაზილიასა და კოლუმბიასთან სათამაშოდ?
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, მარტის სანაკრებო შესვენებისთვის, განაცხადი დაასახელა.
საფრანგეთი, მარტის ბოლოს, ამხანაგურ მატჩებში, ბრაზილიასა და კოლუმბიას დაუპირისპირდება. ეს ნაკრებები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან (27 მარტი-ბრაზილია/საფრანგეთი | 29 მარტი-კოლუმბია/საფრანგეთი).
'მამლები' ტურნირზე ფავორიტებს შორის გაემგზავრებიან - ისინი ბოლო ორ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ დეშამის გუნდში ბევრი პრემიერლიგელია.
საფრანგეთის ნაკრები ბრაზილიასთან და კოლუმბიასთან მარტის ამხანაგური მატჩებისთვის:
მეკარეები: ლუკას შევალიე, მაიკ მენიო, ბრაის სამბა.
მცველები: მალო გუსტო, ლუკას ერნანდესი, ტეო ერნანდესი, იბრაჰიმა კონატე, უილიამ სალიბა, ლუკას დინი, დეიო უპამეკანო, პიერ კალულუ.
ნახევარმცველები: ადრიენ რაბიო, ედუარდო კამავინგა, ნგოლო კანტე, აურელიენ ჩუამენი, მანუ კონე, უორენ ზაირ-ემერი.
თავდამსხმელები: კილიან მბაპე, მაიკლ ოლისე, უსმან დემბელე, დეზირე დუე, რენდალ კოლო მუანი, რაიან შერკი, უგო ეკიტიკე, მარკუს ტურამი, მაგნეს აკლიუში.
𝐋𝐀 𝐋𝐈𝐒𝐓𝐄 𝐃𝐄𝐒 𝟐𝟔 𝐁𝐋𝐄𝐔𝐒 𝐄𝐒𝐓 𝐋𝐀̀ ! 💙🔥
— Equipe de France ⭐⭐ (@equipedefrance) March 19, 2026
Cap sur les États-Unis avec 2 matchs face au Brésil 🇧🇷 et à la Colombie 🇨🇴
🔜 Rendez-vous lundi à Clairefontaine pour l’arrivée 😄 pic.twitter.com/6YFtbtERdL