ვილიარეალსა და ბარსელონას შორის ამერიკაში გასამართი მატჩი გაუქმდა
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის მე-17 ტურის მატჩი, ვილიარეალსა და ბარსელონას შორის, რომელიც მაიამიში 20 დეკემბერს უნდა გამართულიყო - გაუქმდა. ლა ლიგამ განაცხადა, რომ ეს გამოწვეული იყო ბოლო კვირების განმავლობაში, ესპანეთში არსებული გაურკვევლობით - ლა ლიგა ნანობს, რომ ეს უპრეცედენტო პროექტი არ განხორციელდება.
ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, აშშ-ში ბარსას მატჩის გაუქმებასთან დაკავშირებით მკაცრი განცხადება გააკეთა.
დღეს ესპანურმა ფეხბურთმა ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა წინ წასულიყო, გლობალურ დონეზე დაემკვიდრებინა თავი და გაეძლიერებინა თავისი მომავალი.
ტრადიციის დაცვისკენ მოწოდება ვიწრო და პროვინციული მიდგომაა - მაშინ როცა ევროპული ფეხბურთის ნამდვილ ტრადიციებს საფრთხე ემუქრება ინსტიტუციური გადაწყვეტილებებით, რომლებიც წლიდან წლამდე ანადგურებენ ეროვნულ ლიგებს - ევროპული ფეხბურთის ინდუსტრიის ნამდვილ მამოძრავებელ ძალას - ევროპელი ლიდერების გულუბრყვილობისა და პასიურობის ფონზე, რომლებსაც არ შეუძლიათ უმნიშვნელოსა და არსებითს შორის არჩევანი გააკეთონ.
მინდა მადლობა გადავუხადო ვილიარეალს და ბარსელონას მათი ერთგულებისა და კეთილშობილებისთვის, რომ გახდნენ პროექტის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავდა მხოლოდ ჩვენი ტურნირის განვითარებას. ისინი არ ფიქრობდნენ საკუთარ თავზე, ისინი ფიქრობდნენ ყველაზე.
აპროტესტებდნენ ისინი, ვინც წლების განმავლობაში ეჭვქვეშ აყენებდა ამ მთლიანობას, ზეწოლას ახდენდა მსაჯებსა და მენეჯერებზე, ქმნიდა დამახინჯებულ ნარატივებს ან პოლიტიკურ და მედია ზეწოლას სპორტულ ინსტრუმენტად იყენებდა. - განაცხადა ხავიერ ტებასმა
შეგახსენებთ, რომ რეალ მადრიდის წარმომადგენლებმა, ლა ლიგის მატჩის ამერიკაში ჩატარებას "მთლიანობის დარღვევა" უწოდეს.
ჯერ არაა ცნობილი რას იზამს სერია A - კომოსა და მილანის შეხვედრის ჩატარება, იმავე პროექტის ფარგლებში, ავსტრალიაშია დაგეგმილი.