Belive

ვილიარეალმა ალავესთან ფრედ ითამაშა | გიორგი მიქაუტაძის შეფასება

22 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ლა ლიგის 28-ე ტურის შეხვედრაში ვილიარეალმა ალავესთან ფრედ 1:1 ითამაშა. პირველი გოლი ავტოგოლიდან გავიდა, რომელიც რაფა მარინის ანგარიშზეა, უკანასკნელი გოლი კი ნიკოლას პეპემ მატჩის მიწურულს გაიტანა.

გიორგი მიქაუტაძემ თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 84-ე წუთზე შეცვალეს. ქართველმა ფორვარდმა 7 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 4-ში გაიმარჯვა, ბურთს 30-ჯერ შეეხო, 3-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და 2 წარმატებული გამოდგა, 10 გადაცემიდან ათივე ზუსტად შეასრულა (100%), ჟორჟმა თითო-თითოჯერ დაარტყა კარში და კარისკენ, ხოლო ერთხელ დარტყმულიც დაუბლოკეს.

გიორგი მიქაუტაძის შეფასება სხვადასხვა სპორტული საიტების მიხედვით:

  • Sofascore - 6.7

  • Flashscore - 6.5

  • Whoscored - 6.7

ვილიარეალი ლა ლიგის ცხრილში 55 ქულით მე-3 პოზიციაზეა (17 მოგება, 4 ფრე, 7 მარცხი), მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 20 მარტს რეალ სოსიედადის წინააღმდეგ გამართავს.

გიორგი მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ეგიდით 33 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული, რა დროშიც 10 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.