Belive

ვილიარეალის მორიგი მარცხი - რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მიქაუტაძემ?

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურის მატჩში, ვილიარეალი საკუთარ მოედანზე აიაქსს დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.

ესპანელებმა ვერც ამჯერად შეძლეს ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე დადებითი რეზულტატის დაფიქსირება და მხოლოდ 1 ქულით სატურნირო ცხრილის ბოლოსწინა პოზიციაზე იმყოფებიან.

გიორგი მიქაუტაძე სათადარიგოთა სკამზე იყო და მოედანზე 72-ე წუთზე შევიდა, თუმცა მიღებულ მცირე დროში ქართველმა შემტევმა მატჩში გარდატეხის შეტანა ვერ შეძლო. მიქაუტაძის თამაში სტატისტიკის მწარმოებელმა პლატფორმებმა შემდეგნაირად შეაფასეს.

  • flashscore: 6.1

  • sofascore: 6.7

  • whoscored: 6.1


ვილიარეალი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დასკვნით მატჩს 28 იანვარს, 23:55 საათზე, ლევერკუზენის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები