ვილი სანიოლი: "ყველაფერი იდეალური არ იყო, მაგრამ კმაყოფილი ვარ"
1 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისთვის, ზაფხულის ამხანაგური მატჩები ბაჰრეინთან შეხვედრით დასრულდა - ვილი სანიოლის გუნდმა სპარსეთის ყურის ქვეყანა 2:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ, ამხანაგურებისთვის შეკრება ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა შეაფასა.
დღეს 3 ცენტრალური მცველით თამაში იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამოსავალი წერტილი არა ბაჰრეინთან შეხვედრა, არამედ სექტემბრის მატჩებისთვის მომზადება იყო. გოგლიჩიძესა და ბერიაშვილს ჯერ საკმარისი გამოცდილება არ აქვთ ასეთი დონის მატჩებისთვის, ამიტომ მათი შეთამაშება აუცილებელი იყო.
ყველაფერს იდეალურად არ ჩაუვლია, მაგრამ მთლიანობაში ამ თამაშებით კმაყოფილი ვარ. მეტი გოლის გატანის სურვილი მქონდა, მაგრამ შეტევის ბოლო ფაზაში ექსტრა პასებს ვაკეთებდით.
ეგოიანს დიდხანს ვაკვირდებოდით - მან შესანიშნავად ითამაშა რუმინეთთან, დღეს კი სირთულეებს წააწყდა. მან თავი ბრწყინვალედ გამოავლინა და ეს საფუძველია იმის, რომ შემოდგომაზეც გამოვიძახებთ.
- განაცხადა ვილი სანიოლმა
რუმინეთთან ფრისა (1:1) და ბაჰრეინთან გამარჯვების (2:0) შემდეგ, ნაკრები დაისვენებს და შემოდგომისთვის, ერთა ლიგის მატჩებისთვის მოემზადება. B დივიზიონში პირველ და მეორე მატჩებს (25 და 28 სექტემბერს) ჯერ ჩრდილოეთ ირლანდიასთან, შემდეგ კი უკრაინასთან ჩავატარებთ (ორივე სახლში).