Belive

ვილი სანიოლი: "მათთან თამაში ყოველთვის რთულია"

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევზე მორიგ მატჩს გამართავს. ამ ეტაპზე "ჯვაროსნების" მეტოქე ნორვეგიის ნაკრები იქნება. 

მომავალ შეხვედრაზე ისაუბრა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა.

მიხარია, რომ ესპანეთის შემდეგ ნორვეგიასთან ვითამაშებთ. ჩვენი მოწინააღმდეგე რთული მეტოქეა, რაზეც 6 თვის წინ დავრწმუნდით. მათთან თამაში ყოველთვის რთულია. გვსურს, რომ ის რაც ესპანეთთან ვერ ვაჩვენეთ ნორვეგიის წინააღმდეგ ვაჩვენოთ. ვფიქრობ ამაში მოწინააღმდეგე გუნდის დონე ხელს შეგვიწყობს. - ვილი სანიოლი

შეგახსენებთ, რომ მატჩი ხვალ ნორვეგიაში გაიმართება. აღნიშნული დაპირისპირება 22:45 საათზე არის ჩანიშნული. 

ამ ეტაპზე საქართველოსა და ნორვეგიას ერთი რაოდენობის 4-4 ქულა აქვთ. ჩვენი ნაკრების მსგავსად, მიმდინარე ციკლში ჩრდილოელებსაც ერთი გამარჯვება აქვთ.

სხვა სტატიები