Belive

ვინისიუსმა მუნდიალებზე გატანილი გოლებით რონალდინიოსა და კაკას გადაუსწრო

6 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

სელესაოსა და მადრიდის რეალის სუპერვარსკვლავმა - ვინისიუს ჟუნიორმა, ჰაიტის ნაკრებთან მატჩში დუბლი გაიფორმა და ქვეყნის ორ ლეგენდას, რონალდინიოსა და კაკას მსოფლიო ჩემპიონატებზე გატანილი გოლების რაოდენობით გადაუსწრო.

ჰაიტელთა კარის ორჯერ აღებით ვინიმ მუნდიალებზე თავისი მონაგარი 3 გოლამდე გაზარდა, მაშინ როცა ლეგენდარულ რონალდინიოს მსოფლიო პირველობებზე 2 გოლი აქვს გატანილი, ხოლო „ოქროს ბურთის“ კიდევ ერთ მფლობელ კაკას – მხოლოდ ერთი.

ბევრს შესაძლოა დაავიწყდა კიდეც, თუ როდის დაიწყო ვინისიუსმა მუნდიალებზე გოლების ათვლა. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელთა 7-იანმა, მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი სადებიუტო გოლი 2022 წელს, ყატარის მუნდიალზე გაიტანა. ეს 1/8 ფინალურ ეტაპზე მოხდა, როდესაც ბრაზილიამ სამხრეთ კორეის ნაკრები 4:1 გაანადგურა, ანგარიში კი სწორედ ვინისიუსმა გახსნა.

25 წლის ასაკში ასეთი დიდი ფეხბურთელების სტატისტიკის გაუმჯობესება იმაზე მეტყველებს, რომ ვინისიუს ჟუნიორი ნელ-ნელა ბრაზილიური ფეხბურთის მთავარ ისტორიულ ფიგურად ყალიბდება. ჰაიტისთან მატჩში ნაჩვენები ბრწყინვალე პერფორმანსის შემდეგ, არის მოლოდინი,, რომ მიმდინარე ტურნირზე ის ამ ნიშნულს კიდევ უფრო გაზრდის და ნაკრებს უმთავრესი ტიტულისკენ გაუძღვება.

სხვა სტატიები