"ვფიქრობ, პიო ესპოზიტო მსოფლიო ჩემპიონატზე გაგვიყვანს" - ჯანლუიჯი ბუფონი
15 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა, რომელიც ამჟამად სკუადრა აძურას დელეგაციის ხელმძღვანელია ინტერის ამომავალ ვარსკვლავზე DAZN-თან გადაცემაში, პიო ესპოზიტოზე ისაუბრა.
ლეგენდარულმა მეკარემ 20 წლის ფორვარდი შეაქო:
ის იმაზე მეტის გაკეთებას შეძლებს, რაც თქვენ წარმოგიდგენიათ. მქონდა იმის ბედნიერება, რომ მისი ვარჯიში მენახა, ძალიან კმაყოფილი ვარ მისი მონაცემებით, როგორც ოფიციალურ მატჩებში, ასევე სავარჯიშო ბაზაზე. ის საქმეს ძალიან პროფესიონალურად უდგება, მას აქვს დავმდაბლობა და მონდომება.
რაც კიდევ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, მას გუნდის წევრების მიმართ სწავლის დიდი სურვილი და ენთუზიაზმი აქვს, ეს არის თვისება, რაც ძალიან ცოტა მოთამაშეში მინახავს.
ის ნამდვილად განსაკუთრებული ბიჭია, ამიტომ ვამბობ, რომ ადრე თუ გვიან ის გაგაოცებთ. მას შეუძლია იტალიის ეროვნული ნაკრების დახმარება და ვფიქრობ ის მსოფლიო ჩემპიონატზეც გაგვიყვანს. - ჯანლუიჯი ბუფონი
შეგახსენებთ, რომ იტალიის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/2-ფინალს 26 მარტს ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ ითამაშებს, აქ გამარჯვების შემთხვევაში მათი მომდევნო მეტოქე უელსისა და ბოსნია ჰერცოგოვინის წყვილში გამარჯვებული იქნება.
Buffon on Pio Esposito
— Italian Football TV (@IFTVofficial) February 10, 2026
“He’ll take us to the World Cup, he’s the only certainty we have.
He’s going to have a great career and will be even better than people expect.” (DAZN) pic.twitter.com/qbhsNZgEYi