"ვენსან კომპანის ჯანმრთელობა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია" - მაქს ებერლი
დღეს, მიუნხენის ბაიერნის საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშის დასრულების შემდეგ ვენსან კომპანიმ გონება დაკარგა, რის გამოც ის სასწრაფო დახმარების მანქანით მიუნხენის საავადმყოფოში დაუყოვნებლივ გადაიყვანეს.
გერმანულმა გუნდმა თავიანთი მწვრთნელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით უახლესი ინფორმაცია გამოაქვეყნა:
ვენსან კომპანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშაა.
მთავარი გუნდის მწვრთნელი მეორე გუნდის ვარჯიშს აკვირდებოდა. კომპანი საავადმყოფოში საფუძვლიან გამოკვლევას გაივლის და სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება. ამ ეტაპზე, ვარჯიშებსა და მატჩებთან დაკავშირებულ საკითხებს მისი სამწვრთნელო შტაბი უხელმძღვანელებს. - მიუნხენის ბაიერნის განცხადება
აღნიშულ ამბავთან დაკავშირებით ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა მაქს ებერლმაც გააკეთა კომენტარი:
ვენსან კომპანის ჯანმრთელობა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. ბაიერნში ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ის რაც შეიძლება მალე გამოჯანმრთელდეს. ვინი იღებს ყველა საჭირო სამედიცინო დახმარებასა და მხარდაჭერას. ასევე, მას ეძლევა იმდენი დრო, რამდენიც სჭირდება. მის მოვალეობებს მისი სამწვრთნელო შტაბი შეითავსებს, რომელსაც სრულად ვენდობით. ბაიერნის სახელით, ვინის მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. - მაქს ებერლი - ბაიერნის სპორტული დირექტორი
Vincent Kompany in medizinischer Obhut. Vincent Kompany musste sich am Freitag nach einem Zusammenbruch während des Trainings der FC Bayern Amateure in ärztliche Behandlung begeben. Der Trainer des Profiteams hatte der zweiten Mannschaft bei ihrer Einheit zugeschaut. Kompany wird im Krankenhaus eingehend untersucht und in medizinischer Obhut bleiben. Bis auf Weiteres regelt sein Trainerteam den Trainings- und Spielbetrieb. 🔗 https://t.co/ykFE8U1fKm
— FC Bayern München (@FCBayern) October 23, 2026
შეგახსენებთ, რომ 40 წლის კომპანი ვირუსულ ინფექციეს ებრძვის. გავრცელებული ინფორმაციით ინფექციამ გართულებები გამოიწვია ძველ ნაწიბუროვან ქსოვილთან დაკავშირებით, რამაც მას ტკივილი შეუქმნა და კიბეებზე ასვლა გაურთულა.
გამოცემა SkySport-ის ცნობით, დღეს ბაიერნის საწვრთნელ ბაზაზე სამაშველო ვერტმფრენიც დაეშვა. საბოლოოდ საავადმყოფოში ის სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს.