"ვენეციას" ახალი საფეხბურთო ფორმები ხელოვნების ნიმუშია
1 წლის წინ
ფეხბურთი
3 წთ
კლუის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მაისურებზე მუშაობისას, დიზაინერები ტრადიციისა და თანამედროვეობის შერწყმაზე მუშაობდნენ. "ჩვენ გვსურდა, 90-იანი წლების განახლებული ვიზუალი შემოგვეთავაზებინა", - ვკითხულობთ პოსტში.
ყველაფერი ამით არ სრულდება - კლუბმა ასევე მეორე და მესამე სათამაშო ფორმებიც წარადგინა და რთულია განსაზღვრო, თუ რომელია უფრო მეტად ორიგინალური, რომელი იქცევს უფრო მეტად ყურადღებას. იტალიელები საოცარი ხალხია - ისინი ყველა დეტალს ესთეტიკად და ხელოვნებად აქცევენ, ყოველწლიურ რუტინად ქცეულ საფეხბურთო ფორმის პრეზენტაციასაც კი.
ამ მაისურზე რას იტყვით? თუკი საშინაო მაისური უფრო მეტად მდიდრული ტონებით იყო გაჯერებული, "ვენეცია" გასვლითი მატჩებისთვის გაცილებით უფრო მსუბუქი, იტალიური სტილის მაისურით ითამაშებს. განსხვავებული, მომრგვალებული ფორმის საყელო, იტალიის დროშის ფერები და ოქროსფერი წარწერა - VENEZIA. ცხადია, კლუბის ოფიციალურ ონლაინ მაღაზიაში, როგორც მოკლე, ასევე გრძელმკლავიანი მაისურები, უკვე გაყიდვაშია.
ახალი სეზონის კოლექცია მესამე ფორმით დაგვირგვინდა - ბოლო ფორმა, რომელიც ოქროსფერ და შავ ფერებშია გადაწყვეტილი, "ვენეციამ" 21 ივლისს წარადგინა. ისევ ვინტაჟი და ისევ ულევი ესთეტიკა - "ვენეცია" ბევრის გულს მოიგებს.
"რებრენდინგმა, მაისურებმა და მათი წარდგენის ფორმამ, "ვენეციას" მსოფლიოში ყველაზე მაგარი კლუბის სახელი მოუპოვა. ჩვენი მიზანი ეს არ ყოფილა - ჩვენ გვსურდა, კლუბისა და ქალაქის უდიდეს მნიშვნელობაზე გაგვესვა ხაზი. კლუბს 114-წლიანი ისტორია აქვს, რომელიც სავსეა აღზევებითა და დაცემით, ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ ეს ყოველივე სიამაყის განცდის მიზეზი უნდა იყოს", - აღნიშნა ტედ ფილიპაკოსმა.