ვენეცია სერია A-ში დაბრუნდა
2-წლიანი პაუზის შემდეგ, სერია A-ს "ვენეცია" უბრუნდება. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა პლეი ოფის საფინალო შეხვედრა ვენეციასა და "კრემონეზეს" შორის, რომელშიც მასპინძლებმა 1:0 გაიმარჯვეს, პირველი შეხვედრა კი ფრედ (0:0) დასრულდა. კრემონეზეს რიგებში მატჩში მონაწილეობა ლუკა ლოჩოშვილს არ მიუღია.
სერია B-ს პირველ და მეორე ადგილოსნები - "პარმა" და "კომო" უმაღლეს დივიზიონში პირდაპირი წესით კვალიფიცირდნენ. მესამედან მე-8 ადგილის ჩათვლით გუნდებს კი შანსი ჰქონდათ მესამე დაწინაურებული გუნდი თავად გამხდარიყვნენ. პლეი ოფის სისტემაში ვენეციას ორი ეტაპის - ჯერ "პალერმოსა" და შემდეგ კრემონეზეს ბარიერის გადალახვა დასჭირდა იმისთვის, რომ ელიტას დაბრუნებოდა.
FULL TIME | #VeneziaCremonese 1-0
— Venezia FC (@VeneziaFC_EN) June 2, 2024
Un sogno, una realtà
A dream, A reality
24’ Gytkjaer #FinalePlayoffSerieBKT #ArancioNeroVerde🟠⚫️🟢 pic.twitter.com/ev90H4OGWd