Belive

ვან დერ ვაარტიდან ბელინგემამდე - წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელები

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

Golden boy (ოქროს ბიჭი) ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს გადაეცემა და ის საკმაოდ პრესტიჟული ჯილდოა. დაჯილდოება Tuttosport-ის მიერ 2003 წელს დაარსდა და მასზე ნომინირებისთვის ფეხბურთელი აუცილებლად 21-წლამდე უნდა იყოს, გამარჯვებულს ჟურნალისტები ხმის მიცემის საშუალებით ირჩევენ.

2023 წლის "ოქროს ბიჭი" ჯუდ ბელინგემი გახდა, მან ხმების სრული უმრავლესობით (97%) აჯობა გერმანელ ჯამალ მუსიალას, საინტერესოა ვინ იღებდა ამ ჯილდოს წლების განმავლობაში?

ნახეთ სია:

2003 | რაფაელ ვან დერ ვაარტი | აიაქსი & ნიდერლანდები
2004 | უეინ რუნი | მანჩესტერ იუნაიტედი & ინგლისი
2005 | ლეო მესი | ბარსელონა & არგენტინა
2006 | სესკ ფაბრეგასი | არსენალი & ესპანეთი
2007 | სერხიო აგუერო | ატლეტიკო მადრიდი & არგენტინა
2008 | ანდერსონი | მანჩესტერ იუნაიტედი & ბრაზილია
2009 | ალეშანდრე პატო | მილანი & ბრაზილია
2010 | მარიო ბალოტელი | მანჩესტერ სიტი & იტალია
2011 | მარიო გიოტცე | დორტმუნდის ბორუსია & გერმანია
2012 | ისკო | მალაგა & ესპანეთი
2013 | პოლ პოგბა | იუვენტუსი & საფრანგეთი
2014 | რაჰიმ სტერლინგი | ლივერპული & ინგლისი
2015 | ენტონი მარსიალი | მანჩესტერ იუნაიტედი & საფრანგეთი
2016 | რენატო სანჩესი | მიუნხენის ბაიერნი & პორტუგალია
2017 | კილიან მბაპე | მონაკო, პსჟ & საფრანგეთი
2018 | მატიას დე ლიხტი | აიაქსი & ნიდერლანდები
2019 | ჟოაო ფელიქსი | ბენფიკა, ატლეტიკო მადრიდი & პორტუგალია
2020 | ერლინგ ჰოლანდი | დორტმუნდის ბორუსია & ნორვეგია
2021 | პედრი | ბარსელონა & ესპანეთი
2022 | გავი | ბარსელონა & ესპანეთი
2023 | ჯუდ ბელინგემი | დორტმუნდის ბორუსია, რეალ მადრიდი & ინგლისი

სხვა სტატიები