ვან დე ვენი: "ბოდიში ისაკს, მას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ"
შვედეთის ეროვნული ნაკრებისა და ლივერპულის 26 წლის ფორვარდს - ალექსანდრ ისაკს, წვივის ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა და გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, რის გამოც იგი მოედანზე რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ დაბრუნდება (ჯერჯერობით უცნობია ზუსტი თარიღი).
ალექსანდრ ისაკმა ეს უმძიმესი ტრავმა, პრემიერ ლიგის მე-17 ტურში ტოტენჰემის წინააღმდეგ მიიღო, მაშინ როდესაც მოედანზე ცვლილებიდან შემოვიდა და 10 წუთში გოლის გატანა შეძლო, სწორედ გოლის გატანის მომენტში დარტყმის დროს, მიკი ვან დე ვენის ვარდნის შემდეგ ფეხი ცუდად ჩაყვა და ტრავმა მიიღო, რის შემდაგაც იგი მოედნიდან აცრემლიანებული გავიდა.
ნიდერლანდელმა ახალგაზრდა მცველმა - მიკი ვან დე ვენმა, ისაკის ტრავმის შესახებ ისაუბრა და მას ბოდიში მოუხადა, ასევე აღნიშნა, რომ მან შვედ ფორვარდს პირადი შეტყობინებაც გაუგზავნა.
„მე მას შეტყობინება გავუგზავნე, რადგან, რა თქმა უნდა არ მინდოდა მისი დაზიანება ან რაიმე ზიანის მიყენება. უბრალოდ ვცადე დარტყმის დაბლოკვა და ვფიქრობ, რომ მისი ფეხი ჩემს ფეხებს შორის მოხვდა, რაც არ იყო სახარბიელო.
ისაკს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ და ვიმედოვნებ, რომ მალე გამოჯანმრთელდება, სწორედ ეს მივწერე - მან ძალიან დააფასა ჩემი შეტყობინება და პასუხიც ძალიან თბილად დამიბრუნა." - მიკი ვან დე ვენი
Van de Ven confirms that he sent a message to Alexander Isak so that he could apologize to him and that he was not intending the intervention that caused his injury. 🙏pic.twitter.com/wmdf4H9D8h
— Living Liverpool (@Livin_Liverpool) December 24, 2025
ალექსანდრ ისაკი ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესს ლივერპულის საწვრთნელ ბაზაზე გაივლის, ცოტა მოგვიანებით კი ცნობილი გახდება, თუ რა პერიოდი დასჭირდება მას მოედანზე დასაბრუნებლად, თუმცა ცნობილია, რომ იგი მინიმუმ 3 თვეს გამოტოვებს.
აქვე შეგახსენებთ, რომ ალექსანდრ ისაკი ლივერპულს ზაფხულში შეუერთდა, მისი ტრანსფერი კი მერსისაიდული კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულია (£125 მილიონი).