Belive

ლამინ იამალი: "მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია, იმედია მის კვალს გავყვები"

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრების ვარსკვლავი, ლამინ იამალი მოედანს მიღმა განვითარებასა და ლეო მესის შესახებ საუბრობს.

"თავიდან ძნელია გააცნობიერო, რომ პასუხისმგებლობა გაქვს და შეცდომების დაშვება არ შეგიძლია, რადგან ბევრი ბავშვისთვის მაგალითი ხარ. მე ამას დადებითად აღვიქვამ, ყოველთვის ვცდილობ გონივრულად ვისაუბრო, თუმცა ზოგჯერ, რა თქმა უნდა, შეცდომებს ვუშვებ: მხოლოდ 18 წლის ვარ და ეს ნორმალურია.

ლეო მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. თუ ის ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენი არ არის, მინიმუმ მათ შორის ერთ-ერთი ნამდვილად გახლავთ. ყველა პატივს სცემს მას იმის გამო, რასაც მიაღწია და იმედი მაქვს, რომ მის კვალს გავყვები", - ამბობს ლამინ იამალი.

იამალი ამ სეზონში ბარსელონას საუკეთესო ბომბარდირია. კატალონიელთა ათიანს 44 მატჩში 23 გოლი აქვს გატანილი და 18 საგოლე პასი გაკეთებული. მისი გუნდი ლა ლიგაში ლიდერია, უახლოეს მდევარ მადრიდის რეალს 9 ქულით უსწრებს და ტიტულის დაცვას უახლოვდება.

სხვა სტატიები