Belive

ვალტერ მაცარი: "ვცდილობ, კვარა რაც შეიძლება მშვიდად იყოს"

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს მე-16 ტურში "ნაპოლიმ" "კალიარის" უმასპინძლა და მეტოქე კვარაცხელიასა და ოსიმენის გოლებით, ანგარიშით 2:1 დაამარცხა. უმნიშვნელოვანესი გამარჯვების შემდეგ, ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა, ვალტერ მაცარიმ მატჩი შეაფასა და კვარაცხელიაზეც ისაუბრა:

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. თავიდავე კარგად უნდა დაგვეწყო, რადგან ჩვენ ნაპოლი ვართ და პატარა წარუმატებლომაც შეიძლება ბიჭების თვითდაჯერებაზე იმოქმედოს. თამაშის ასეთი სისტემით, რა თქმა უნდა, კვარაცხელია ზარალდება, ფლანგზე დამხმარეს გარეშე ის ბევრ ენერგიას ხარჯავს და ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, კარის ხაზთან კონკრეტულობა აკლდება. კვარას ცვლილება? ის უბრალოდ სიმშვიდის გამო შეიცვალა და ამაზე საუბარი ახლა არ ღირს. კვარა შარშან უფრო მშვიდი იყო, რადგან სხვა ჩემპიონატიდან მოვიდა და შემდეგ აფეთქდა, ახლა ყველას ყურადღება მასზეა მიპყრობილი და ბუნებრივია, რომ ზეწოლას განიცდის. მე აქ იმისთვის ვარ, რომ კვარამ თავი რაც შეიძლება მშვიდად იგრძნოს, ის განსაკუთრებული ბიჭია. ხალხს შარშანდელი გმირები ისევ სჭირდებოდა და მოხარული ვარ, რომ კვარა და ოსიმენი დაბრუნდნენ - განაცხადა ვალტერ მაცარიმ

ურთულესი გამარჯვების შემდეგ ნაპოლი სერია A-ში მე-4 პოზიციას დაუბრუნდა, ნეაპოლელებს 27 ქულა აქვთ და ჩემპიონატის ლიდერ ინტერს 11 ქულით ჩამორჩებიან. ნაპოლი მომდევნო შეხვედრას 23 დეკემბერს, სტუმრად, "რომას" წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები