კლარენს ზეედორფი: "კვარაცხელიამ ტიმბერი მოედნიდან გააქრო"
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ დაპირისპირებაში "პსჟ"-მ სტუმრად "არსენალი" დაამარცხა (0:1). მატჩის ერთადერთი გოლი მე-4 წუთზე დემბელემ, კვარაცხელიას პასით გაიტანა. ეს დიდი ნაბიჯია ფინალისკენ და ამ ნაბიჯის მთავარი აქტორი ქართველი ფეხბურთელია.
კვარას მატჩს "არსენალის" წინააღმდეგ, დიდი გამოხმაურება მოჰყვა მსოფლიო პრესაში - გამონაკლისი არც ლეგენდარული ნიდერლანდელი ფეხბურთელი - კლარენს ზეედორფი იყო, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და "არსენალის" მცველი - იურიენ ტიმბერი გააკრიტიკა.
"კვარაცხელია საოცარი ფეხბურთელია და იგი უდიდესი სათამაშო ინტელექტით გამოირჩევა, რაც არსენალთან კიდევ უფრო დაადასტურა - მან ტიმბერი მოედნიდან უბრალოდ გააქრო.
მოედანზე უნდა იცოდე, რა უნდა გააკეთო. უნდა გესმოდეს, როდის უნდა მივარდე მეტოქეს ძლიერად და როდის არა. ასევე, როდის უნდა შეინარჩუნო სიმშვიდე - ყველაფერი კონტროლის ქვეშ უნდა იყოს, რადგან როდესაც კარგად ადიხარ პრესინგზე, ამას შეიძლება დიდი რისკები მოჰყვეს.
კვარაცხელიამ ტიმბერი უბრალოდ მოედნიდან გააქრო..." - კლარენს ზეედორფი
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია "პსჟ"-ს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა, რა პერიოდშიც 22 მატჩის ჩატარება შეძლო, "არსენალთან" საგოლე გადაცემა კი მისთვის, პარიზული კლუბის მაისურით მე-10 აღმოჩნდა.
გუნდებს შორის საპასუხო მატჩი მომავალ ოთხშაბათს, 7 მაისს, პარიზში გაიმართება.