Belive

"ვალენსიას მხსნელი" - ესპანური მედია მამარდაშვილის ბრწყინვალე თამაშზე საუბრობს

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

ერთ-ერთი პრესტიჟული ესპანური გამოცემა, AS.com-ი საქართველოს ნაკრების და "ვალენსიას" მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ბრწყინვალე სათამაშო ფორმის შესახებ საუბრობს.

"ქართველი მეკარე მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ლა ლიგის უკვე მეორე მატჩში გუნდის საუკეთესო მოთამაშე ხდება. გიორგი ბრწყინვალე თამაშით იცავს თავის გუნდს ყოველ მატჩში უფრო მეტი გოლის გაშვებისგან.

მამარდაშვილი 2021 წლის ზაფხულში, როგორც საერთოდ უცნობი ფეხბურთელი "ვალენსიაში" "დინამო თბილისიდან" იჯარის წესით ჩამოვიდა. შემდეგ, "ღამურებმა" ის 800 000 ევროდ გამოისყიდეს და ახალი კონტრაქტი გააფორმეს, რომლის მიხედვითაც ის კლუბს 2027 წლამდე უკავშირდება და მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო გახდა. 22 წლის მეკარე ლა ლიგის ერთ-ერთი სენსაციაა.

სილესენისა და ჟაუმეს ტრავმებმა ბორდალასს პირველ გუნდში მისი გამოყვანის შესაძლებლობა მისცა, საბოლოოდ კი მან შემადგენლობაში ადგილის სტაბილურად მოპოვება მოახერხა. მან ძირითად შემადგენლობაში თამაში როგორც გატუზოს, ისე ვოროს ხელმძღვანელობით გააგრძელა.

314370422_800947511014603_4888569657153599555_n

არ არსებობს თამაში, რომელშიც მამარდაშვილმა სანახაობრივი მოგერიება არ შემოგვთავზა. მისი სანახაობრივი თამაშის მეშვეობით "ვალენსიას" უფრო მეტი გოლის გაშვებას ბევრჯერ გადაურჩა. თუ გუგლში მის გვარს ჩაწერთ, პირველ რიგში იხილავთ სიტყვებს: "გამოფენა, ოსტატური, სანახაობრივი", ეს ზედსართავი სახელები ზუსტად გვეუბნებიან, თუ რას წარმოადგენს ეს მეკარე "ვალენიასთვის".

მიმდინარე სეზონში ის არის მეკარე, რომელმაც ყველაზე გადამწყვეტი "სეივები" გააკეთა. არსებობს 25 ისეთი მომენტი, როცა "ვალენსიას" მეტოქეს გოლი უდნა გაეტანა, თუმცა ამაში ხელი მხოლოდ და მხოლოდ მამარდაშვილმა შეუშალა.

მოგერიებების საერთო რაოდენობით (63) მამარდაშვილი ლიგაში მეხუთე ადგილს იკავებს. მასზე წინ არიან კონან ლედესმა, ედაგარ ბადია, ფერნანდო მარტინესი და დავიდ სორია. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ "ვალენსიას" დაცემა ფაქტია და ეს მეკარის სტატისტიკაშიც აისახება.

მსოფლიო ჩემპიონატის შესვენების შემდეგ ექვსი მატჩი გაიმართა, რომლებშიც ქართველმა 25 მოგერიება შეასრულა. ეს ნიშნავს, რომ თითოეულ თამაშში მას საშუალოდ 4-ჯერ უწევს მოგერიება, რათა გუნდი გოლისგან გადაარჩინოს. მასზე წინ მხოლოდ ლედესმაა "კადისიდან".

"ვალენსიის" სპორტული მდგომარეობა ლიგაში ცუდია და, რომ არა მათი მეკარე, შეიძლება უფრო უარესიც იყოს, რადგან მატჩიდან მატჩამდე გუნდი უარესდება და ამის ფონზე მამარდაშვილის ბრწყინვალე თამაშს ჩრდილი ადგება.

ტერ შტეგენთან, ობლაკთან და კურტუასთან ერთად ის ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა", - წერს AS.com-ი.

მიმდინარე სეზონში, გიორგი მამარდაშვილს ყველა ტურნირზე 24 შეხვედრა აქვს ჩატარებული, საიდანაც 5-ში კარის მშრალად შენახვა მოახერხა და ჯამში 28 გოლი გაუშვა.

სხვა სტატიები