Belive

ლა ლიგის საუკეთესო თერთმეტეული ხელოვნური ინტელექტის მიხედვით

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნოემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ, საფეხბურთო სეზონის პირველი მესამედიც დასრულდა. ლა ლიგაში 13 ტური უკვე ჩატარებული და პირველი წრის დასრულებამდე 6 ტურით ადრე, Olocip-ის ხელოვნურმა ინტელექტმა, ესპანეთის ჩემპიონატის იდეალური 11-ეული შეიმუშავა. სისტემა არამხოლოდ თამაშების რაოდენობას, არამედ ფეხბურთელების სათამაშო ხარისხსა და უმცირეს საფეხბურთო კომპონენტებს ითვალისწინებს.

საოცარია ის, რომ შემადგენლობაში "სამეფო კლუბის" მხოლოდ 2 და "ბარსელონას" 1 ფეხბურთელი მოხვდა. 2-2 ფეხბურთელით არიან წარმოდგენილი "ჟირონა" და "მადრიდის ატლეტიკო". გასაკვირია შემადგენლობაში ანტუან გრიზმანის არყოფნაც, რომელმაც სეზონი შესანიშნავად დაიწყო.

Olocip's AI-ის საუკეთესო გუნდი კი ასე გამოიყურება :

ალვარო ვალესი (ლას პალმასი) - 4.38
დანი კარვახალი (რეალ მადრიდი) - 4.22
ჟიულ კუნდე (ბარსელონა) - 4.20
ვიტსელი (ატლეტიკო) -4.54
სამუელ ლინო (ატლეტიკო) - 3.02
ალეიშ გარსია (ჟირონა) - 7.01
სავიო (ჟირონა) - 6.62
ჯუდ ბელინგემი ( რეალ მადრიდი) - 9.07
კუბო (რეალ სოსიედადი) - 6.26
ხერარდ მორენო ( ვილიარეალი) - 6.25
ინიაკი უილიამსი (ბილბაოს ატლეტიკი) - 5.72


სხვა სტატიები