Belive

ბელინგემმა რონალდუს რეკორდი გააუმჯობესა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "რეალის" ახალწვეული - ჯუდ ბელინგემი გულშემატკივრების აღფრთოვანებას განაგრძობს. ლა ლიგის მე-14 ტურში, "ბლანკოსი" სტუმრად "კადისს" დაუპირისპირდა და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე 0:3 დაამარცხა.

"კადისის" კარში გატანილი მე-3 გოლის ავტორი ჯუდ ბელინგემი გახდა, რომელმაც უნიკალური შედეგი დააფიქსირა და კრიშტიანუ რონალდუს რეკორდი გააუმჯობესა. ახალგაზრდა ინგლისელმა "რეალის" მაისურით ჩატარებულ პირველ 15 მატჩში, 14 გოლი გაიტანა, რაც ყველა დროის საუკეთესო შედეგია. დღემდე, რეკორდსმენები კრიშტიანუ რონალდუ და ალფრედო დი სტეფანო იყვნენ, რომელთაც 15 მატჩში 13 გოლის გატანა შეძლეს.

აღსანიშნავია, რომ ბელინგემმა ლა ლიგის 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 11 გოლი გაიტანა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე, 3 მატჩში 3 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები