რონალდუს ალ ნასრი ისევ ტიტულის გარეშე დარჩა
საუდის არაბეთის სუპერ თასის ფინალში ერთმანეთს ალ ნასრი და ალ აჰლი დაუპირისპირდნენ. ორი არაბული კლუბი, რომელიც სუპერვარსკვალევებითაა დაკონპლექტებული, პენალტების სერიამდე მივიდნენ.
მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 2:2 დასრულდა. ანგარიში კრიშტიანუ რონალდუმ პენალტის ნიშნულიდან გახსნა, ის გახდა პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც 100 ან მეტი გოლის გატანა 4 სხვადასხვა კლუბის მაისურით მოახერხა. პირველი ტაიმის დამატებით წუთებზე ანგარიში ფრანკ კესიმ გაათანაბრა.
82-ე წუთზე მარსელო ბროზოვიჩმა ისევ წინ გაიყვანა ალ ნასრი, თუმცა 89-ზე რიად მაჰრეზის პასი იბანესმა გამოიყენა და მატჩიც 2:2 დასრულდა.
ალ აჰლის ფეხბურთელებმა პენალტები იდეალურად შეასრულეს, 5-დან 5 გაიტანეს და საბოლოო ჯამში 5:3 მოიგეს.
#الأهلي بطل السوبر السعودي 2025 - 2026 #الأهلي_بطل_السوبر pic.twitter.com/4FKmhBWfp6
— النادي الأهلي السعودي (@ALAHLI_FC) August 23, 2025