Belive

ვალენსიას აკადემიის დირექტორი: "მამარდაშვილი ევროპის საუკეთესო მეკარეა"

4 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვალენსიას აკადემიის დირექტორმა - ლუის მარტინესმა, საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილს ეს წარმატება მიულოცა და მის შესახებ ისაუბრა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სწორედ ლუის მარტინესია ის პირველი ადამიანი, რომელიც ქართველ მეკარეს ჯერ კიდევ საქართველოს ჩემპიონატში აკვირდებოდა, შემდეგ კი ესპანეთში წაიყვანა.

"მე მას ჯერ კიდევ თბილისში ვაკვირდებოდი, მას შემდეგ გადავწყვიტე რომ ბედი ჩვენს გუნდში ეცადა და მადლობა ღმერთს, ეს ყველაფერი გამოვიდა. საინტერესოა, რომ მამარდაშვილს არასოდეს უთამაშია ,,ღამურების'' სარეზერვო გუნდში, რადგან ხოსე ბორდალასს მოუწია მისი ნდობა იასპერ სილესენისა და ხაუმ დომენეკის ტრავმების გამო და ეს ჩვენი კლუბის ისტორიაში ყველაზე გამართლებული ნდობა იყო.


ვუყურე საქართველო - საბერძნეთის მატჩს და ბედნიერების გრძნობა დამრჩა, რადგან საქართველოს ნაკრების კარს ჩვენი მეკარე - გიორგი მამარდაშვილი იცავს. იგი ნამდვილი ლიდერია და გამარჯვებისთვის არის დაბადებული.

მას ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი. ვფიქრობ, რომ ის ევროპის საუკეთესო მეკარეა ახლაც, თუმცა თუ ვინმე არ მეთანხმება ამაში, ძალიან მალე ყველა ნახავს, რომ იგი საუკეთესო მეკარე გახდება. ეს ყველაფერი ეჭვგარეშეა. მისი ყოველი თამაში წინაზე უკეთესია.

აქამდე არ იყო ცნობილი და გავამხელ, რომ ჩვენ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზეც სერიოზულად ვმუშაობდით. როდესაც ომი დაიწყო და კვარა რუბინიდან წამოვიდა, სწორედ მაშინ მის ოჯახთან და მასთან შეხვედრა გვქონდა, რადგან იგი უგუნდოდ დარჩა და ჩვენ მას დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით. სამწუხაროა, რომ მასთან საბოლოო შეთანხმება არ შედგა..."
- ლუის მარტინესი

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" ღირსებას 2021 წლიდან იცავს. მას შემდეგ 23 წლის ქართველმა მეკარემ "ღამურების" მაისურით 91 მატჩი ჩაატარა, სადაც 27-ჯერ კარის მშრალად შენახვა შეძლო.

სხვა სტატიები