Belive

ვალენსია ბეტისთან დამარცხდა | გიორგი მამარდაშვილის შეფასება

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ლა ლიგის 32-ე ტურში, "ვალენსიამ" მესტალიაზე "ბეტისი" მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა. შესანიშნავი სეზონი აქვს საქართველოს ნაკრების მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს, რომელსაც ამ სეზონში უკვე 12 მშრალი მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა ბეტისმა დღეს ვალენსიას 2 გოლი გაუტანა.

სტუმრები შეხვედრის მე-19 წუთზე დაწინაურდნენ. ისკოს ბრწყინვალე გადაცემა აიოზე პერესმა ისე შეისწორა, რომ მცველი ჩამოიცილა და მამარდაშვილს აუღებლლად დაურტყა. ვალენსიელებმა ანგარიშის გათანაბრება 66-ე წუთზე, პეპელუს პენალტით შეძლეს, თუმცა ამ გოლიდან 10 წუთში, აიოზე პერესმა დუბლის შესრულება შეძლო და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

გიორგი მამარდაშვილმა sofascore-სა და whoscored-გან, შესაბამისად, (6.9 ქულა) და (6.4 ქულა) დაიმსახურა, რითაც საკუთარ გუნდში, მხოლოდ განაპირა მცველების ვასკესისა და კორეიას რეიტინგს ჩამორჩა.

ვალენსია ცხრილის მე-8 ადგილზე იმყოფება და ევროპა ლიგის ზონაში მოხვედრის რეალურ შანსს ინარჩუნებს.

სხვა სტატიები