Belive

ვაკო ყაზაიშვილი ჩინეთის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა!

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვაკო ყაზაიშვილი ჩინეთის სუპერ ლიგის 2025 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

რამდენიმე ჩინურმა სპორტულმა მედია საშუალებამ, მათ შორის ორმა ყველაზე ავტორიტეტულმა, Zhibo8-მა და Dongqiudi-მა 32 წლის ქართველი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა გულშემატკივრებმა, ჟურნალისტებმა და ჟიურის წევრებმა მიიღეს.

ვაკო ყაზაიშვილმა ჩინეთის სუპერ ლიგაში 2025 წლის სეზონში შანდონ ტაიშანის შემადგენლობაში 30 მატჩში 27 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. მან ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილი დაიკავა, თავად გუნდმა კი 30 ტურში დაგროვებული 53 ქულით მეხუთე პოზიცია.

სხვა სტატიები