საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში კორეის რესპუბლიკის საფეხბურთო ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი სტამბოლში, "ბაშაქშეჰირის" სტადიონზე გაიმართება.
კორეის რესპუბლიკის ნაკრებთან 5 სექტემბერს დაგეგმილი მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში დანიას დაუპირისპირდება. 8 სექტემბერს, "დინამო არენაზე" საქართველო დანიას უმასპინძლებს. უახლოესი ორი მატჩისთვის, ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრებში 27 ფეხბურთელი გამოიძახა. ვლადიმირ ვაისის 27 კაციან განაცხადში "დინამო თბილისის" შემტევი ლევან შენგელიაც მოხვდა.