Belive

ვაისი: ,,მატჩამდე რომ გეთქვათ, მილანს 2 გოლს გავუტანდით და მაინც წავაგებდით, არ დავიჯერებდი''

6 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,სლოვან ბრატისლავას'' მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა, ,,მილანთან'' წაგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,მეტოქეს მოგებას ჩემს გუნდს კი ასეთ თამაშს ვულოცავ! მატჩში ბოლო წუთამდე დავრჩით. ეს ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენი საუკეთესო შეხვედრა იყო.

თამაშის წინ რომ გეთქვათ, მილანის წინააღმდეგ 2 გოლს გავიტანდით და მაინც წავაგებდით, არ დავიჯერებდი... თამაშით სიამოვნებას ვიღებთ და მოგონებებს ვაგროვებთ.'' - ვლადიმირ ვაისი

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში ,,სლოვან ბრატისლავამ'' ,,მილანს'' უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა.

ვლადიმირ ვაისის გუნდი, რომელიც 5 ტურის შემდეგ უქულოდაა და ბოლო ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის მომავალ შეხვედრას 11 დეკემბერს, ,,ატლეტიკოს'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები