Belive

"უცნაურია, რომ ყოველ წელს მანჩესტერ სიტის ვეთამაშებით" - ემილიო ბუტრაგენიო

4 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

27 თებერვალს, უეფას ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წლების სეზონის დასკვნითი წილისყრა გაიმართა, რომლის შემდეგაც, როგორც 1/8-ფინალური ეტაპის წყვილები, ასევე სატურნირო ბადე გახდა ცნობილი.


წილისყრის შედეგად რამდენიმე საინტერესო წყვილი გამოვლინდა, თუმცა, მათ შორის ყველაზე დიდ ინტერესს მადრიდის რეალისა და მანჩესტერ სიტის დაპირისპირება იწვევს. აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან დღემდე, ესპანური და ინგლისური ფეხბურთის ფლაგმანები ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის სხვადასხვა ეტაპზე ზედიზედ მეექვსედ უპირისპირდებიან ერთმანეთს.

  • 2020 - 1/8-ფინალი

  • 2022 - 1/2-ფინალი

  • 2023 - 1/2-ფინალი

  • 2024 - 1/4-ფინალი

  • 2025 - პეი-ინი

წილისყრასთან დაკავშირებით კომენტარი მადრიდის რეალის დირექტორმა, ემილიო ბუტრაგენიომ გააკეთა, რომელმაც გაკვირვება ვერ დამალა.

უცნაურია, რომ ყოველ წელს მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ გვიწევს თამაში. - ემილიო ბუტრაგენიო.

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალი

  • რეალი - მანჩესტერ სიტი

  • ბოდო/გლიმტი - სპორტინგი

  • პსჟ - ჩელსი

  • ნიუკასლი - ბარსელონა

  • გალათასარაი - ლივერპული

  • ატალანტა - ბაიერნი

  • ატლეტიკო - ტოტენჰემი

  • ლევერკუზენის - არსენალი

სხვა სტატიები