Belive

უცნაური შეცდომების შემდეგ, გარეჯმა მეკარე დაითხოვა და გულშემატკივარს მოუბოდიშა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის მესამე ტურის გადადებული შეხვედრა 18 მარტს გაიმართა და მასში, "რუსთავმა" "გარეჯი" გამანადგურებელი ანგარიშით - 5:0 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, ქართული ფეხბურთის გულშემატკივრისთვის განხილვის საგანი გახდა საგარეჯოული კლუბის მეკარის, მინდია ბობღიაშვილის თამაში, რომელმაც რამდენიმე, საკმაოდ უცნაური შეცდომა დაუშვა. შეხვედრის გამართვიდან მეორე დღეს, კახური კლუბის ოფიციალურმა გვერდმა განცხადება გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, რომ "გარეჯმა" 37 წლის გოლკიპერი გუნდიდან გაუშვა. "ძვირფასო გულშემატკივრებო! მინდია ბობღიაშვილი, ს.კ "გარეჯის" მეკარე, ფეხბურთელისთვის უღირსი საქციელის გამო გათავისუფლებულია გუნდიდან! კლუბის ხელმძღვანელობის სახელით ბოდიშს გიხდით მისი უღირსი საქციელისთვის!", - წერს "გარეჯის" ოფიციალური გვერდი. "გარეჯი", რომელიც ეროვნულ ლიგა 2-ში მიმდინარე სეზონში დაწინაურდა, სამი ტურის შემდეგ დაგროვილი 1 ქულით, ბოლოდან მესამე, მერვე პოზიციას იკავებს. ასვეე იხილეთ: გარეჯის მეკარის წარმოუდგენელი შეცდომები ერთ მატჩში (ვიდეო)    

სხვა სტატიები