უცნაური ფაქტი | ფინანსური კრიზისის გამო ლიონი ფონსეკას უშვებს
ფრანგული ფეხბურთის გრანდში, ლიონში მასშტაბური ცვლილებები იგეგმება. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბი პორტუგალიელ მთავარ მწვრთნელთან, პაულუ ფონსეკასთან თანამშრომლობის შეწყვეტას გეგმავს. ამის მთავარი მიზეზი ფინანსური კრიზისია - კლუბი ცდილობს ხარჯები შეამციროს და ბიუჯეტში ჩაჯდნენ, რის გამოც გუნდი საკმაოდ მაღალანაზღაურებად სპეციალისტს ემშვიდობება.
მოქმედი კონტრაქტით, ფონსეკას ყოველთვიური ხელფასი 400 000 ევროს შეადგენს. ლიონის ხელმძღვანელობა გეგმავს, მის ნაცვლად ახალი მწვრთნელი მოიყვანოს, რომლის თვიური გასამრჯელოც 100 000-დან 150 000 ევრომდე იქნება. ამ ცვლილებით დაზოგილ თანხას კლუბი ლიგა 1-ის დონის ერთი ან ორი ახალი ფეხბურთელის ტრანსფერსა და ხელფასს მოახმარს, რაც გუნდის შემადგენლობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
გარდა მიმდინარე ხარჯების შემცირებისა, ამ ცვლილებასთან დაკავშირებულია მნიშვნელოვანი ფინანსური ვალდებულებების გასწორებაც. ლიონი სრულად დაფარავს ლისაბონის სპორტინგისადმი არსებულ 6 მილიონიან დავალიანებას. ეს თანხა დაკავშირებულია აფონსუ მორერაის ლევერკუზენში ტრანსფერიდან მიღებული კაპიტალის ზრდის პროცენტთან.
რაც შეეხება თავად პაულუ ფონსეკას, პორტუგალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიელი სპეციალისტი სამშობლოში ბრუნდება და კარიერას სწორედ სპორტინგში გააგრძელებს. საინტერესოა, რომ ის იქ ზუსტად იმავე ანაზღაურებას მიიღებს, რასაც ფრანგულ კლუბში იღებდა, რაც მისთვის ფინანსურ კუთხეში სტაბილურობას შეანარჩუნებს.
ფონსეკა ლიონის მწვრთნელის პოზიციაზე 2025 წლიდან მუშაობს, თუმცა მას კლუბთან ერთად ტიტული მოპოვებული არ აქვს.
🔴 𝗟'𝗢𝗟𝗬𝗠𝗣𝗜𝗤𝗨𝗘 𝗟𝗬𝗢𝗡𝗡𝗔𝗜𝗦 𝗩𝗔 𝗟𝗔𝗜𝗦𝗦𝗘𝗥 𝗣𝗔𝗥𝗧𝗜𝗥 𝗣𝗔𝗨𝗟𝗢 𝗙𝗢𝗡𝗦𝗘𝗖𝗔 𝗣𝗢𝗨𝗥 𝗗𝗘𝗦 𝗥𝗔𝗜𝗦𝗢𝗡𝗦 𝗘́𝗖𝗢𝗡𝗢𝗠𝗜𝗤𝗨𝗘𝗦 ! 😳🇵🇹
— Vibes Foot (@VibesFoot) November 1, 2026
💰 Le club économiserait le salaire du coach portugais, qui s'élèverait à 400 000 € par mois.
✍️ Le club… pic.twitter.com/CXubo4r6fP