Belive

გონსალუ რამუში: "თუ ვინმე ძირითადში უნდა თამაშობდეს, ეს მე ვარ..."

3 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა, გონსალუ რამუშმა ეროვნულ გუნდში არსებულ კონკურენციასა და კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად თამაშის პერსპექტივაზე ღიად ისაუბრა. ახალგაზრდა ფორვარდმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება სურს, თუმცა მიაჩნია, რომ ლეგენდარულ თანაგუნდელთან მოედანზე პოზიციების გაყოფა სავსებით რეალურია.

მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტამდე და ნაკრებიდან წასვლამდე, კრიშტიანუ რონალდუს სტატუსი გუნდში ურყევი იყო, რამუში თვლის, რომ მათ ტაქტიკურად ერთმანეთის შევსება შეუძლიათ. მან გაიხსენა, რომ მსგავსი პრაქტიკა წარსულშიც ყოფილა და მათი ტანდემის ხილვა სრულებით შესაძლებელია.

„მინდა, ნაკრებში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი ვიყო. ნათლად დავაფიქსირე პოზიცია, რომ თუ ვინმე უნდა თამაშობდეს... ეს მე ვარ. არ მინდა, ვინმე გვერდზე გაიწიოს, ეს მწვრთნელის გადაწყვეტილებაა.

ჩვენ ვპატივს ვცემთ კრიშტიანუს სტატუსს, მაგრამ ვფიქრობ, ხშირ შემთხვევაში, შეგვიძლია ერთად თამაში. ჩვენ შეგვიძლია, ჩემი კარგი ფორმა და გოლები დავაფასოთ ისე, რომ მასზე უარი არ ვთქვათ. გარდა ამისა, ეს უკვე მომხდარა: ჩვენ უკვე გვითამაშია ერთად. ეს შესაძლებელია, საჭირო არ არის ერთის დათმობა მეორის სათამაშოდ. ყველა ვარიანტი არსებობს,“ - გონსალუ რამუში

აღსანიშნავია, რომ პორტუგალიის ნაკრებში რონალდუს გარშემო სიტუაცია ყოველთვის ყურადღების ცენტრშია, განსაკუთრებით ბოლო სანაკრებო შესვენებაზე მომხდარი გახმაურებული მოვლენების ფონზე.

პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ, რონალდუს, გასულ კვირას, საწვრთნელი ბანაკის 30 სექტემბერს დატოვებისთვის, 30-დღიანი დისკვალიფიკაცია დააკისრა. თუმცა, სასჯელის ათვლა ინციდენტის დღიდან დაიწყო, რის გამოც, ფეხბურთელს შეუძლია, მოახლოებულ სანაკრებო პაუზაზე ითამაშოს.

სხვა სტატიები