Belive

უსმან დემბელე: "მოუთმენლად ველი პარიზული კლუბის მაისურით თამაშს"

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

უსმან დემბელეს ტრანსფერი გაოფიციალურდა. ახალგაზრდა შემტევი 23-ნომრიან მაისურს მოირგებს და "პარი სენ-ჟერმენის" ღირსებას 2028 წლამდე დაიცავს.

კონტრაქტის გაოფიციალურების შემდეგ, დემბელემ პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის პარიზული გრანდის მაისურით თამაშს.

უზომოდ ბედნიერი ვარ "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლით და მოუთმენლად ველი ახალი კლუბის მაისურით თამაშს. ვიმედოვნებ, აქ კიდევ უფრო გავაუმჯობესებ ჩემს თამაშს და ამ კლუბის ფანები ჩემით იამაყებენ. - უსმან დემბელე

სხვა სტატიები