რაფინია 'ელ კლასიკოში' ითამაშებს
ესპანური MARCA-ს ინფორმაციით, რაფინია გამოჯანმრთელდა და სათამაშოდ მზადაა.
შეგახსენებთ, რომ ბარსელონას ვინგერმა ბარძაყის კუნთის ტრავმა 25 სექტემბერს, ოვიედოსთან 3:1 მოგებულ მატჩში მიიღო. „მარკას“ ცნობით, ბრაზილიელმა უკვე სრული დატვირთვით ივარჯიშა და 26 ოქტომბერს, რეალ მადრიდის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაშიც მიიღებს მონაწილეობას.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ფეხბურთელის გამოჯანმრთელების პროცესი „განსაკუთრებულად კარგად“ მიმდინარეობს. რაფინიას შეეძლო ჩემპიონთა ლიგის მატჩში, ოლიმპიაკოსთან (6:1) ეთამაშა, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა გადაწყვიტა, რომ ფეხბურთელისთვის კიდევ მიეცა თავისუფალი დრო.
ამჟამად გაურკვეველია, რაფინია „კლასიკოში“ სასტარტო შემადგენლობაში იქნება თუ სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს.
Raphinha. Soon. pic.twitter.com/ALQRtF5VbB
— FC Barcelona (@FCBarcelona) October 22, 2025