Belive

ურუგვაის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა

3 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ურუგვაის ნაკრებმა, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, განაცხადი ოფიციალურად დაადასტურა. მარსელო ბიელსას მიერ არჩეულ 26 მოთამაშეს შორის არ არის ვეტერანი თავდამსხმელი, ლუის სუარესი.

შემადგენლობა

მეკარეები: სერხიო როშეტი, ფერნანდო მუსლერა და სანტიაგო მელე.

მცველები: გილერმო ვარელა, რონალდ არაუხო, ხოსე მარია ხიმენესი, სანტიაგო ბუენო, სებასტიან კასერესი, მატიას ოლივერა, ხოაკინ პიკერესი და მატიას ვინა.

ნახევარმცველები: მანუელ უგარტე, ემილიანო მარტინესი, როდრიგო ბენტანკური, ფედერიკო ვალვერდე, აგუსტინ კანობიო, ხუან მანუელ სანაბრია, ჯორჯიან დე არასკაეტა, ნიკოლას დე ლა კრუსი, როდრიგო სალაზარი, ფაკუნდო პელისტრი, მაქსიმილიანო არაუხო და ბრაიან როდრიგესი..

თავდამსხმელები: როდრიგო აგირე, ფედერიკო ვინიასი და დარვინ ნუნიესი.

ურუგვაი H ჯგუფში ესპანეთთან, კაბო ვერდესა და საუდის არაბეთთან ერთადაა.