Belive

უნიკალური მიღწევა: კილიან მბაპემ მსოფლიოს ჩემპიონატზე კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა

8 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი, კილიან მბაპე ისტორიაში სადებიუტო ფეხბურთელი გახდა, რომელმაც სამ სხვადასხვა მუნდიალზე, პლეიოფში, მინიმუმ 3 გოლის გატანა მოახერხა.

კილიან მბაპემ მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორია კიდევ ერთხელ გადაწერა და უნიკალური ბომბარდირული მიღწევა დააფიქსირა.

ფრანგმა ისტორიული რეკორდი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალურ მატჩში, პარაგვაის პირისპირ გააფორმა. შეხვედრის 70-ე წუთზე მბაპემ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და თავის გუნდს მინიმალური ანგარიშით გამარჯვება (1:0) მოუტანა.

ეს გოლი ფორვარდისთვის მიმდინარე ტურნირზე მეშვიდე, ხოლო პლეიოფში მესამე გახლავთ (მანამდე მან დუბლი შვედეთთან 1/16-ფინალურ შეხვედრაში შეასრულა).

ამგვარად, მბაპე გახდა პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც სამ სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატზე, პლეიოფის მატჩებში, მინიმუმ 3 გოლის გატანა შეძლო:

მუნდიალი 2018: 3 გოლი;

მუნდიალი 2022: 5 გოლი;

მუნდიალი 2026: 3 გოლი;

საერთო ჯამში, ფრანგი თავდამსხმელის ანგარიშზე მსოფლიო ჩემპიონატებზე უკვე 19 გატანილი გოლია. მუნდიალების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა ჩამონათვალში ის მეორე ადგილს იკავებს და ლიონელ მესის მინიმალური სხვაობით ჩამორჩება.

მეოთხედფინალში საფრანგეთის ნაკრები მაროკოს შეხვდება. მატჩი 9 ივლისს, თბილისის დროით 00:00 საათზე უნდა დაიწყოს.

სხვა სტატიები