უნიკალური მიღწევა: ინგლისის ნაკრებმა იუგოსლავიის რეკორდი გაიმეორა
2 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მერვე ტურში, ინგლისის ნაკრებმა ალბანეთს სტუმრად ჰარი კეინის დუბლით 2:0 მოუგო.
სამმა ლომმა 8-დან 8 მატჩის მოგება მოახერხა, 24 ქულა დააგროვა, 22 გოლი გაიტანა და არცერთი გაუშვა, რა შედეგითაც მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური პირდაპირ მოიპოვა.
აქამდე, მსოფლიოს ჩემპიონატების ევროპულ შესარჩევ ეტაპზე ერთადერთი შემთხვევა, როცა ნაკრებმა შესარჩევი ეტაპი ყველა მატჩის მოგებით და გოლის გაშვების გარეშე მოიგო, 1954 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ფაზაში, იუგოსლავიამ დააფიქსირა.
ამავე დროს, ტომას ტუხელის გაწვრთნილ გუნდს პირადი რეკორდიც აქვს: ბრიტანელებს ოფიციალურ მატჩებში ზედიზედ 11 მოგება მოუგროვდათ, რაც მათ ისტორიაში საუკეთესო შედეგია.